,,საერთაშორისო საზოგადოების და ყველა ოპოზიციური პარტიის ზეწოლის შედეგად, დათო კირკიტაძე უკანონო პატიმრობაში აღარ იქნება”

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისა და ყველა ოპოზიციური პარტიის სამართლიანი ზეწოლის შედეგად, დათო კირკიტაძეს უახლოეს პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახეობა შეეცვლება და აღარ იქნება ის უკანონო პატიმრობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლოში განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა და წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები კომიკური იყო.

„არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, კომიკური სასამართლო პროცესი იყო, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. თითქოს, კირკიტაძემ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ტრაქტორი ათხოვა კერძო კომპანიას და ამით ჩაიდინა დანაშაული. წარმოიდგინეთ, ეს იყო ბრალდების არსი. გურჯაანში, მოსამართლე ამ საქმეზე აპელირებდა და თქვა, დათო კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში აუცილებლად უნდა წავიდეს, ვინაიდან იმ საქმეზე, რომელზეც დღეს გამართლდა, დანაშაული ჩადენილი აქვსო. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისა და ყველა ოპოზიციური პარტიის სამართლიანი ზეწოლის შედეგად დათო კირკიტაძეს უახლოეს პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახეობა შეეცვლება და აღარ იქნება ის უკანონო პატიმრობაში“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიოლიკო შერმადინი – ჩვენი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს
შემდეგი სტატიაე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა