საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა, რამდენად მცირე საფუძველი აქვს დიდ კრიტიკულ შეფასებებს, რომელსაც ოპოზიცია გამოხატავს

მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დაინახეს, თუ რამდენად მცირე საფუძველი აქვს დიდ კრიტიკულ შეფასებებს, რომელსაც ჩვენი გუნდის და საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლები გამოხატავენ, შიგნით თუ გარეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე განაცხადა, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ ჰქონია საპასუხო არგუმენტები და დღევანდელმა სესიამ ყველა კითხვას გასცა პასუხი.

„ოპოზიციას საპასუხო არგუმენტები არ ჰქონია, მათ პრაქტიკულად ვერ დაასახელეს ის პრეტენზიები, რომელზეც ჰქონდათ საუბარი. ჩვენ ყველა ინფორმაცია გულწრფელად და არგუმენტირებულად წარვადგინეთ იმ საკითხებზე, რომელიც იყო დაგროვილი. ამ სესიამ გაფანტა ყველა კითხვა და ყველა ის კრიტიკული შეფასება, რომელიც უცხოელების წინაშე, ამ თვეების განმავლობაში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საშუალებებით – წერილობით თუ ზეპირად წარადგინეს. მე ვიტყოდი, რომ სიმართლე დღევანდელ სესიაზე ჩვენს მხარეს იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიაში არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ოპოზიცია და მესამე სექტორი არ საუბრობს და სერიოზული გავლენიანი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით პრობლემაა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი ბათუმში მიმდინარეობს. ღონისძიება დღეს სესიით – „საქართველოში განხორციელებული რეფორმები და დემოკრატიის კონსოლიდაცია” გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების „ერთი დღე ჯარში“