საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გაფართოებული დაფინანსების ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში 2.2 მილიარდი დოლარი გამოუყო.
ამის შესახებ „დოიჩე ველე“ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ თანხა სახელმწიფო ხარჯებს, მათ შორის საჯარო მოხელეთა, ექიმების და მასწავლებლების ხელფასებს მოხმარდება.