საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI)-ის კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმრავლესობა არ ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI)-ის კვლევის შედეგებს საპარლამენტო უმრავლესობა არ ენდობა. მმართველი გუნდის თქმით, მსგავსი ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის ინტერსებს ემსახურებიან. უმრავლესობის ნაწილის აზრით, ამის მიზანი შესაძლოა არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებაც იყოს.

„ორგანიზაციები ორკესტრირებულად მუშაობენ ნაციონალურ მოძრაობაზე და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არის მცდელობა, რომ შემოდგომაზე არჩევნებში წაგების შემთხვევაში, რომელიც ისედაც გარანტირებული აქვს ნაციონალურ მოძრაობს და მის სატელიტებს, მოხდეს შემდეგ არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენება,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ IRI-ის კვლევის შედეგები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

 

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 70 %-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება – IRI ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 80% ტელევიზიებს შორის რეგულარულად „რუსთავი 2“-ს უყურებს