საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. მიუხედავად “ქართული ოცნების” მტკიცებისა, რომ ამ დასკვნაში არაფერი საკრიტიკო არ არის და 2020 წელს ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები ჩატარდა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იყო დაშინებები, სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები, დისბალანსირებული შედეგების შემაჯამებელი ოქმები..

სანდო დამკვირვებელთა ჯგუფებმა აღმოაჩინეს დარღვევები – მათ შორის სახელმწიფო მოხელეების იძულება/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და პარტიის დამკვირვებელთა წარმომადგენლების ჩარევა. ზოგიერთი საჯარო მოხელე ბოროტად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს, მათ შორის, ადგილობრივი მთავრობების მოხელეები აქტიურად მონაწილეობდნენ კამპანიაში. იყო მუქარები ოპოზიციის მხარდაჭერებისთვის სოციალური მომსახურების ჩამორთმევის, ასევე დაშინების ფაქტები ადგილობრივი უშიშროების წარმომადგენლების მხრიდან. იყო ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის აქტივისტებზე თავდასხმის შესახებ, ასევე კამპანიის საკუთრების დაზიანების, ხმების მოსყიდვისა და სხვა პროვოკაციების შესახებ, როგორიცაა ათლეტების დაქირავება ამომრჩეველთა დასაშინებლად. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა ითვალისწინებს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს უჭირს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ზოგიერთი კანონის ეფექტურად განხორციელება და აღსრულება. კანონის არასაკმარისმა გამოყენებამ საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია იმის გამო, რომ ზოგიერთი სისხლის სამართლის კანონის აღსრულება შერჩევით ხდებოდა, – ნათქვამია ანგარიშში.

სწორედ ამ დოკუმენტითაა კმაყოფილი “ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე. ამბობს, რომ ამ დასკვნამ ოპოზიციის განცხადებებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მკაფიო პასუხი გასცა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში სიტუაცია უარესდება, – ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე წერს
შემდეგი სტატიაშარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა