,,საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ვითარება რადიკალურად შეცვლილია”

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძე იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარია პრაქტიკა და სტატისტიკა, რომელიც სასამართლო სისტემაში ვითარების ფუნდამენტურად გაუმჯობესებას აჩვენებს.

„ჩვენ სტატისტიკაზე არაერთხელ გვისაუბრია და ამის გამეორება აღარ მინდა. ასევე, საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეცვლილია, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება და საჭიროა მუშაობა, მათ შორის, ამას დაეთმო ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51 პროცენტი, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

banner
წინა სტატიაში,,სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება”
შემდეგი სტატია,,უსაფრთხოების საბჭოში წესით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად”