საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე იმოქმედებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2020 01:49

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე იმოქმედებს

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე იმოქმედებს. აღნიშნულს ითვალისწინებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ნოტამი, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვის ბოლო ვადად 2020 წლის 30 სექტემბერი სახელდებოდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 12, 2020 01:49