„უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის. – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა. ოპოზიციის წევრის თქმით, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო წარმოდგენილია პოლიტიკური დუბლებით, რაც ჩქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს.
უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აქვე გამოჩნდა, რომ დღემდე ევროპაში, ევროპული ქვეყნების ლიდერებისთვის ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, მოდერნიზაციის სიმბოლოდ არის და რჩება მიხეილ სააკაშვილი. ასევე, გამოჩნდა, რომ ძალიან საზიანოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, რომ იმის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილი იყოს მიუნხენის კონფერენციაზე, ადამიანი, რომელიც არის მთავარი ლობისტი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ბოლო ათწლეულების მანძილზე და რომელიც არის მათ შორის გლობალური მასშტაბით ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების არქიტექტურის შემქმნელი და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ერთ-ერთი ამაღორძინებელი, ამ ადამიანის ნაცვლად, ფაქტობრივად, პოლიტიკური დუბლებით ვართ წარმოდგენილები ასეთ საერთაშორისო ფორუმებზე, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.