საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე – გეგმა ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს

გეგმა ეფუძნება იმ საერთაშორისო რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის გამოქვეყნებული, ვამბობ შინაარსობრივ ნაწილზე, თუ რას უნდა შეიცავდეს, – ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ, ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპერტული ჯგუფი და თითოეულ ჯგუფს თავისი წვლილი შეჰქონდა გეგმის შემუშავების პროცესში.

„შექმნილი იყო საკონსულტაციო სივრცე სხვადასხვა მიმართულების კუთხით, სადაც ხდებოდა შეჯერება. პირველი, ჩამოყალიბდა პრიორიტეტული ჯგუფები, რომელიც ასევე ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და არსებულ რეკომენდაციებს. შეთანხმებები მოხდა დამოუკიდებელ ექსპერტულ ჯგუფებთან, კლინიცისტებთან და ასევე, ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით.

დანარჩენი მიმართულებით, ასევე დგას ამოცანა, იმიტომ, რომ გარემო ცვალებადია ვაქცინებთან მიმართებაში და ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, მეტნაკლებად სამივე ტიპის, ტემპერატურული რეჟიმი მაქვს მხედველობაში, ვაქცინა მიეღო და ქვეყანას შეუძლია მიიღოს, რა თქმა უნდა, ულტრა სიცივეში შესანახი „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები და ასევე „მოდერნას“ ლიმიტირებული იქნება, მას დიდი დოზებით ვერ მიიღებს, უფრო უნდა მიიღოს ისეთ ვაქცინა, რომელსაც 2-8 გრადუსის ტემპერატურულ რეჟიმზე სჭირდება შენახვა, ყველაზე დიდი რაოდენობით, გეგმა ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.