25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

“საერთაშორისო პლატფორმებიდან გამოწერილი საქონელი აბსოლუტურად უკონტროლოა”- ექსპერტის გაფრთხილება

საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებიდან გამოწერილი პროდუქცია საქართველოში ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდის, რაც მომხმარებლისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამის შესახებ გადაცემა „საქმეში“ Tax&Legal Solutions-ის მმართველმა, ზურაბ ძნელაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ადგილობრივი ბიზნესი ორმაგი — საბაჟო და ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს — კონტროლის ქვეშ მუშაობს, მაშინ როდესაც გლობალური გზავნილები ბაზარზე სრულიად უკონტროლოდ ხვდება, რაც პროდუქტის უსაფრთხოების კუთხით დიდ რისკებს აჩენს.

„ბაზარზე არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ამოუღიათ ბავშვის სათამაშოები, რომელიც საშიში იყო, ელექტრომოწყობილობები, რომელიც ხანძრის გამოწვევის რისკის შემცველი იყო, ასევე საშიში კოსმეტიკა, სადაც ტყვიის შემცველობა იყო მაღალი… ადგილობრივი ბიზნესი როდესაც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ის საბაჟოზეც ვალდებულია, რომ კონტროლი გაიაროს და ადგილობრივ სარეალიზაციო პუნქტებზეც. მაგრამ როდესაც ხდება გამოწერა, კაცმა არ იცის, რამდენად უსაფრთხო ნივთები შემოდის საქართველოში“, — აღნიშნა ძნელაშვილმა.

ექსპერტმა ადგილობრივ მაღაზიებსა და ქართულ ონლაინ სივრცეში ვაჭრობის უპირატესობებსაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, შიდა ბაზარზე შესყიდვისას მომხმარებელი დაცულია როგორც სამართლებრივი, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვინაიდან პროდუქცია მიკვლევადია და ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება მარტივად ხდება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ნიკოლავა: ბინა ძვირი რომაა, ცუდი რატომაა? იაფი 90-იანებში იყო, მაშინ ავყაროთ პარკეტი და მოვხარშოთ ლობიო
შემდეგი სტატიარუსეთში საწვავის დეფიციტის გამო ბენზინგასამართმა სადგურებმა შეზღუდვები დააწესეს