საერთაშორისო ფესტივალ Tbilisi JAM Fest 2016-ის ფარგლებში ზაჰესში მიმდინარე როკ-მეტალ კონცერტი ჩაიშალა

კლისაერთაშორისო ფესტივალ Tbilisi JAM Fest 2016-ის ფარგლებში ზაჰესში მიმდინარე როკ-მეტალ კონცერტი ჩაიშალა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება კონცერტის ჩაშლაში სასულიერო პირებს და მოქალაქეების ნაწილს ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, კონცერტის მიმდინარეობის დროს, ტერიტორიაზე ისინი მრევლთან ერთად გამოჩნდნენ და ღონისძიება გააპროტესტეს.

არსებული ინფორმაციით, ფესტივალზე ელექტროენერგიაც გაითიშა, მცირე დროის მანძილზე კი, დამსწრეებს ტერიტორიიდან უსაფრთხოების დაცვის გამო არ უშვებდნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში პოლიციელები ჩანან, რომლებიც სასულიერო პირებს ესაუბრებიან. ორგანიზატორები დამსწრეებს ჩაშლილი ფესტივალის ალტერნატიულ ადგილზე ჩატარებას დაპირდნენ.

როკ მუსიკის ორდღიანი ფესტივალი – Tbilisi JAM Fest 2016, დღეს უნდა დაწყებულიყო.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორს შეხვდა
შემდეგი სტატიაკადიროვი გროზნოში ქუჩას მოჰამედ ალის სახელს დაარქმევს