საერთაშორისო „პენ კლუბმა” ქართველი ჟურნალისტის, ირაკლი კორძაიას მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა

საერთაშორისო „პენ კლუბმა

news_15226„პენ კლუბი” მთავრობასა და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირაკლი კორძაიას განცხადებები გათვალისწინებული და გამოძიებული იყოს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა აღიქმევა როგორც შეტევა სიტყვის და აზრის გამოხატვის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელი, ჟურნალისტ ირაკლი კორძაის წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.

მიმართვა საქართველოს პრემიერ- მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსაც გადაეგზავნა.

„პენ კლუბი” საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მწერლებს, პოეტებს და ჟურნალისტებს აერთიანებს. საერთაშორის „პენ კლუბი” 1921 წელს ნობელიანტმა მწერალმა ჯონ გოლსუორსიმ დააფუძნა. სხვადასხვა წლებში „პენ კლუბის” ხელმძღვანელები იყვნენ ჰერბერტ უელსი, არტუ მილლერი, ჰაინრიჰ ბიოლი და მარიო ვარგას ლიოსა. ამჟამად ორგანიზაციას კანადელი მწერალი და ესეისტი ჯონ როსტონ სოლი ხემძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიგუკა რჩეულიშვილი დაკავებამდე: საარჩევნო შოუს დავარქმევ, სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს
შემდეგი სტატიაყირგიზეთში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების თემაზე სიმღერის კონკურსი გამოცხადდა