საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International”-ი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება

საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International”-ი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება. ორგანიზაცია მომხდარს პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოვლინებას უწოდებს.

“მისი დაკავება, მითუმეტეს ძალადობრივად და სანამ აპელაცია იქნებოდა განხილული, მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უგულებელყოფაზე, ისევე, როგორც იმაზე, რომ დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული”, – წერია სტატიაში.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ნიკა მელიას გარდა 20 ადამიანი დააკავეს, ხოლო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება

banner
წინა სტატიაშიფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პოლიტიკური განსხვავებები ვერ გადაწყდება ძალით
შემდეგი სტატიადედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს