5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ ოლიმპიელს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარება აუკრძალა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს, ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარება აუკრძალა.
ჰერასკევიჩის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ტოშიო ცურუნაგამ აცნობა.
„მან თქვა, რომ ეს 50-ე წესის გამო მოხდა”,–აღნიშნა ჰერასკევიჩმა.
საუბარია ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესზე, რომლის თანახმად, „არანაირი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური თუ რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვლადისლავ ჰერასკევიჩს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მსოფლიოს უკრაინის „ბრძოლის ფასი შეახსენა“.
„ეს სიმართლე არ შეიძლება იყოს უადგილო, შეუფერებელი ან „პოლიტიკური დემონსტრაცია სპორტულ ღონისძიებაზე“. ეს მთელი მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, თუ ვინ არის თანამედროვე რუსეთი და ეს არის ის, რაც ყველას ახსენებს სპორტის გლობალურ როლს და თავად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიულ მისიას – ეს ყველაფერი მშვიდობისა და სიცოცხლის გულისთვისაა. უკრაინა ამის ერთგული რჩება. რუსეთი საპირისპიროს ამტკიცებს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა