საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით გორში ოლიმპიური გარბენი გაიმართება- ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია

23 ივნისს, ოლიმპირ დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში,ოლიმპიური გარბენი გორის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით 1948 წლიდან აღინიშნება. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის – თომას ბახისპატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე
მონაწილეობს.

საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი
ოლიმპიური ღონისძიებები. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ კი 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანი რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა. შარშან, თამაშებში 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წელს, „შიდა ქართლისსპორტულ თამაშებში“ შეჯიბრებები გაიმართება მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.

მასობრივ ოლიმპიურ გარბენში გამარჯვებულებსპრიზები გადაეცემათ. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების (გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) მიერ, ქალებსადა მამაკაცებს შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს კი ფულადიჯილდოები გადაეცემა.
• 1 ადგილი – 1500 ლარი;
• მე-2 ადგილი – 1000 ლარი;
• მე-3 ადგილი – 500ლარი.

ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას ოლიმპიურიჩემპიონები და პრიზიორები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიღებენ.

გარბენში მონაწილეობის მიღებანებისმიერ მსურველს შეუძლია.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი,საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შიდა ქართლის სახელმწიფორწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის
მუნიციპალიტეტები, სეოკ-ის შიდა ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ჩინეთი მაშინ არ აფინანსებს რუსეთს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება ან ევროკავშირი შეთანხმებას აფორმებს?
შემდეგი სტატიახვიჩია – ვიზებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რაც ამერიკელ პარტნიორებს ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, სწორი არ არის