საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება – მარიუპოლის გადარჩენა ისევ შესაძლებელია – უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური

რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის მუდმივ დაბომბვას მას შემდეგ აგრძელებს, რაც გაჩნდა ინიციატივა მესამე ქვეყნის შესახებ, რომლის დახმარებითაც მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროებისა და ალყაში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს, – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ავიაციისა და მძიმე არტილერიის დარტყმები დღეს გაგრძელდა და ამის შედეგად, უკრაინული ჯარები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.

„ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცედურას ვითხოვთ. ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება. აქ ჯერ კიდევ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. არ ვენდობით რუსებს, გარანტიისთვის ჩვენ სხვა ქვეყნები გვჭირდება. მარიუპოლის გადარჩენა ისევ შესაძლებელია“, – განაცხადა ვოლინამ.

მან ასევე მოითხოვა, რომ მესამე ქვეყანამ უკრაინული ჯარისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მძიმე დაბომბვის ქვეშ მყოფი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშიშეტევის მეორე სერია უკრაინაში რუსული გაგებით ნამდვილი ომი იქნება – პაატა ზაქარეიშვილი
შემდეგი სტატიამარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს