საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „Gallup“-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა

„Gallup“-ის კვლევა 2022 წლის 8 აგვისტო-31 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1000 რესპონდენტი გამოიკითხა.

ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართ.

კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, წელს საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და 87 ქულას შეადგენს.

საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად საქართველო ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს როგორებიცაა ავსტრია, ნიდერლანდები და ჰონგ კონგი.

ასევე, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ 1-2 ქულით ჩამოუვარდება გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, ესტონეთის და ესპანეთის მაჩვენებელს.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, არ ვიცი რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელზე დაყრდნობითაც მან შეიძლება, ახსნას მომავალში მისი პოზიციის ტრანსფორმაცია
შემდეგი სტატიაღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვას 195 ადამიანი ემსხვერპლა, 120 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ