საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს, სადაც BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც პარლამენტარი პირად გვერდზე წერს, ივანიშვილმა, საკუთარი ხალხი, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ნივთიერებით მოწამლა.
“თაიმერი” ხატია დეკანოიძის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერება კი არ უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ.
ეს ქიმიური აგენტი აკრძალულია 1993 წლის ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით.
ანუ, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული ნივთიერებით მოწამლა საკუთარი ხალხი ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს”, – წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე” გამოიყენა, რაც ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მიხედვით, 1993 წლიდან აკრძალულია.
















