საერთაშორისო გამოცემები ზუგდიდის სპეცოპერაციას აშუქებენ

საერთაშორისო მედია ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე:

საერთაშორისო გამოცემა Reuters წერს სპეცოპერაციის დეტალებზე, სათაურით – შეირაღებული პირი მძევლად იყვანს 20 ადამიანს ქართულ ბანკში და ითხოვს 500 000$-ს. როიტერსი ასევე წერს, რომ ტერორისტი იდენტიფიცირებული არ არის.

სპეცოპერაციის შესახებ წერს, ბრიტანული The Telegram-ი და The Guardian-ი. სტატიაში ნახსენებია, რომ გათავისუფლებული მძევლებიდან ერთი ფეხმძიმე ქალია.

ამერიკული ABC News – წერს, რომ “მთავარი არხი” ესაუბრა პირდაპირ ეთერში ერთერთ მძევალს, რომლის მეშვეობითაც გაირკვა რომ 19 ადამიანი იყო მძევლად აყვანილი.

usnews წერს, რომ მთავარი არხის მეშვეობით გააჟღერა გამტაცებელმა თავის მოთხოვნის შესახებ, სადაც ის 500 000$-ს ითხოვს, ასევე გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკონკრეტა რამდენი ადამიანი იყო მძევლად აყვანილი.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ კიდევ 2 მძევალი გათავისუფლდა.

ამ დრომდე კი შენობაში 16 მძევალი რჩება. თავდამსხმელმა ისინი მძევლად დაახლოებით 14:30 სთ-ზე აიყვანა. ის ნიღბითაა, სამხედრო ფორმა აცვია, თან აქვს ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარის გახსნით იმუქრებოდა, თუ მისი მოთხოვნები (მანქანა, 500.000 დოლარი და უსაფრთხო კორიდორი) არ შესრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი: მთავარი არის ის, რომ ყველა მძევალის სიცოცხლე იყოს დაცული
შემდეგი სტატიადმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი მოხდა- არიან დაშავებულები