„საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად პოლიციას მოსახლეობის 80% სრულად ან ნაწილობრივ ენდობა

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ კითხვაზე რამდენად ენდობით ან არ ენდობით პოლიციას, პასუხები ასე გადანაწილდა:

სრულად ან ნაწილობრივ პოლიციას მოსახლეობის 80% ენდობა.

ხოლო 17 % უფრო არ ენდობა, ან საერთოდ არ ენდობა,

უარი პასუხზე კი 4% -მა დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2087 ადამიანი გამოკითხა და კვლევის ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშინატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს – ალიანსმა სქემაში საქართველო და უკრაინაც ჩართო
შემდეგი სტატიამინდა მივმართო აბიტურიენტებს, – საგანგაშო არაფერია, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება