15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.

ორგანიზაციის განცხადებით, დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ვახო სანაია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯება. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია და სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის სამსახურში რჩება.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
შემდეგი სტატია„თაიმერი“ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს -კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის