„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სარჩელი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სარჩელი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.
2015 წლის 9 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2015 წელს თანამდებობის პირებზე, საჯარო მოხელეებზე და შტატგარეშე მოსამსახურეებზე გაცემული დანამატებისა და პრემიების, ასევე თანამშრომელთა მივლინებებზე გაწეული ხარჯის შესახებ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ჩვენს მიერ აღნიშნული ფაქტი გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მოგვიანებით კი ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის იურისტმა ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა.
სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მესტიის გამგეობამ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუმცა არასრულად. დღეს, 8 თებერვალს კი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ჩვენი სარჩელი. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქმედება შეფასდა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისათვის ხელის შეშლად და ადმინისტრაციულ ორგანოს 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის სრული სახით მიწოდება დაევალა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი და სხვები (ფოტო)
შემდეგი სტატიამოდაში ღიპიანი მამაკაცები არიან