„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა

region
: region აპრილი 8, 2019 16:26

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, საარჩევნო სისტემას და სხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებს ეხება. კვლევაში ასევე ცალკე თავი ეთმობა მედიას და სოციალურ ქსელებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა.

კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წარმოდგენილ ე.წ. ვალების განულების ინიციატივას მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ხმების მოპოვების მცდელობა იყო. რესპოდენტთა უდიდესი უმრავლესობა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობის აზრით, ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმე“ სამართალდამცველებმა საფუძვლიანად არ გამოიძიეს და ასეთ გახმაურებულ საქმეებზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს.

რაც შეეხება მედიის ნაწილს, კითხვაზე – ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს გადაცემები საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ შემდეგ სატელევიზიო არხებზე, გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინტერესს „იმედის“ გადაცემები გამოხატავს, 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ – საქართველოს პირველი არხის გადაცემები; „ობიექტივი“ – 8 პროცენტი, ტელეკომპანია „პირველი“ – 7 პროცენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია – 5 პროცენტი, „კავკასია“ – 4 პროცენტი, ონლაინ ტელევიზია POSTV – 2 პროცენტი, „რუსთავი 2“ – 2 პროცენტი.

გამოკითხულთა 63 პროცენტის აზრით, ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავს „რუსთავი 2“; 9 პროცენტი – „ობიექტივი“; 7 პროცენტი – „კავკასია“; 6 პროცენტი – ტელეკომპანია „პირველი“; ხოლო 2-2 პროცენტის აზრით, ოპოზიციის ინტერესებს გამოხატავენ „იმედი“, საქართველოს პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. ონლაინტელევიზია POSTV – 0 პროცენტი.

გამოკითხულთა 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ არც ერთის ინტერესებს არ გამოხატავს საქართველოს პირველი არხი, „იმედი“ – 11 პროცენტი, ტელეკომპანია „პირველი“ – 10 პროცენტი, „ობიექტივი“ – 8 პროცენტი, „კავკასია“ – 7 პროცენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია – 6 პროცენტი, „რუსთავი 2“ – 5 პროცენტი, POSTV – 2 პროცენტი.

გამოკითხულთა 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ „იმედი“ ხელისუფლების ინტერესებსაც გამოხატავს და ოპოზიციისაც, 6 პროცენტის აზრით, ორივეს ინტერესებს პირველი არხი გამოხატავს, 5 პროცენტი – ტელეკომპანია „პირველი“, 4 პროცენტი – „ობიექტივი“, 3-3 პროცენტი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, „კავკასია“ და „რუსთავი 2“, 0 პროცენტი – POSTV.

ამასთან, გამოკითხულთა 78 პროცენტი არ უყურებს POSTV-ს, 67 პროცენტი არ უყურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, 63 პროცენტი არ უყურებს „კავკასიას“; 57 პროცენტი არ უყურებს „ობიექტივს“; 55 პროცენტი არ უყურებს ტელეკომპანია „პირველს“; 43 პროცენტი არ უყურებს საქართველოს პირველ არხს, 16 პროცენტი არ უყურებს „რუსთავი 2“-ს; 11 პროცენტი არ უყურებს „იმედს“.

კითხვაზე, ძირითადად ვის ინტერესებს გამოხატავს სატელევიზიო გადაცემები, გამოკითხულთა 18 პროცენტი საქართველოს პირველ არხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე , 17-17 პროცენტი აქვთ ტელეკომპანია „პირველსა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, 16-16 პროცენტი „კავკასიასა“ და POSTV-ს, 15 პროცენტი – „ობიექტივს“, 14 პროცენტი – „იმედს“, 12 პროცენტი – „რუსთავი 2“-ს.

region
: region აპრილი 8, 2019 16:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics