„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ტელეკომპანია „იმედში“ მორიგ, მათი თქმით, მოულოდნელ საკადრო ცვილილებას ეხმაურება

„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ტელეკომპანიის მენეჯმენტს, სათანადოდ განუმარტოს საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება.

„5 აპრილს ცნობილი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ საეთერო ბადეში მორიგი დაუგეგმავი ცვლილების შესახებ. როგორც არხის პოლიტიკური თოქშოუ „პოლიტიკის“ წამყვანი, შალვა რამიშვილი აცხადებს, დღეს ტელეკომპანია “იმედის” წერილის საფუძველზე შეწყდა არხსა და კომპანია შპს „აკორდს“ შორის არსებული ყველა ხელშეკრულების მოქმედება. შპს „აკორდი“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამზადებდა „ილო ბეროშვილის შოუს“, პროექტს „ერთხელ საქართველოში“, ახალ სერიალს „2 გოგო“ და ასევე უზრუნველყოფდა შალვა რამიშვილის მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში“.

რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიისგან მიღებული წერილის საფუძველზე ხელშეკრულება უწყდება აღნიშნულ პროექტებზე მომუშავე 50-ზე მეტ თანამშრომელს, რის შესახებაც წინასწარ შპს „აკორდი“ გაფრთხილებული არ ყოფილა. პროექტების თანამშრომლები ცდილობენ ვითარების გარკვევას, თუმცა პარასკევს შალვა რამიშვილი ვერ წაიყვანს გადაცემა „პოლიტიკას“, კვირას ეთერში არ გავა „ილო ბეროშვილის შოუ“, ჩერდება ახალი სერიალის გადაღების პროცესიც.

აღნიშნული ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ სამაუწყებლო ბადესა და საკადრო პოლიტიკაში მოულოდნელი ცვლილებები ჟურნალისტების და შემოქმედებითი ჯგუფების გაუფრთხილებლად შეიტანა. გასული წლის ზაფხულში ასევე ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე არხმა დახურა ორი პოლიტიკური თოქშოუ.

ტელეკომპანია „იმედს“ ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე. ტელეკომპანია „იმედი“, როგორც კერძო კომპანია, სრულიად თავისუფალია არხის საქმიანობის, მისი საკადრო თუ საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვისას. თუმცა, როგორც საერთო ეროვნული მაუწყებელი, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ტელეკომპანიის მენეჯმენტს სათანადოდ განუმარტოს საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ორგანაზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3052 ლარი გახდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, აუცილებლად ვიხილავთ საქართველოში