“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ დიპლომი გაყალბებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს ეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.

ამ დეტალებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თვლის, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა გენერალური პროკურორის დიპლომი უნდა შეისწავლონ და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.

banner
წინა სტატიაშიGDM-ის გენერალურმა მენეჯერი – „მთავრობას ხელი უდევს პულსზე და საქმის კურსში არიან, რა არის საჭირო ამ ქვეყნის მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე განვითარებისთვის“
შემდეგი სტატიააგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი არ უყარა