„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს ანგარიშში, „ქართულ ოცნებასა“ და ბიზნესს შორის შესაძლო საეჭვო კავშირები მოხვდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს ანგარიშში მოხვდა „ქართულ ოცნებასა“ და ბიზნესს შორის შესაძლო საეჭვო კავშირები. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პარტიამ მხოლოდ ერთ თვეში ბიზნესისგან 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შემოწირულობებით, მაშინ, როცა ამავე წრეებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფოსგან ბოლო 10 წელში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია გამარტივებულ შესყიდვებზე, საბიუჯეტო სუბსიდიებზე და მრავალრიცხოვან სამშენებლო ნებართვებზე, რაც კრიტიკოსების შეფასებით, ზრდის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციული გარიგებების ეჭვებს.

დოკუმენტში დასახელებულია კონკრეტული მაგალითებიც: ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ისეთი კომპანიებისკენ მიდის, რომელთა მფლობელები „ქართული ოცნების“ შემომწირველებად არიან მოხსენიებული – მათ შორის დეპუტატი და შპს „გზა“-ს მფლობელი გიორგი ჭყონია, ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი სერგო ხაბულიანი და მისი შვილი, რომლებიც შპს „ცეკურს“ ფლობენ.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ პარტიის დაფინანსების მსგავს პრაქტიკას, როცა პრივილეგირებული ბიზნესები სახელმწიფო რესურსებთან წვდომას იღებენ, შეუძლია კონკურენციის დასუსტება გამოიწვიოს – „მორგებული“ ტენდერების პირობებში ბაზრიდან ეტაპობრივად მცირე და საშუალო ბიზნესიც იწევა.

banner
წინა სტატიაში“ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში, უნდა გაითავისონ, აღიარონ თავისი შეცდომები ” – შეიწყალებს თუ, არა სინდისის პატიმრებს ყაველაშვილი?!
შემდეგი სტატიაფრიდრიხ მერცი – პუტინის მიზანია ძველი საბჭოთა კავშირის აღდგენა – თუ უკრაინა დაეცემა, ის იქ არ შეჩერდება