„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე – განცხადებას ორგანიზაცია Facebook-ზე აქვეყნებს.

“არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს მარნეულში “მთავარი არხის” 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ჯეიჰუნ მუჰამედალი ყვება, რომ მას 10 ადამიანი ურტყავდა, ვინ იდენტიფიცირება ვერ შეძლო. ჩვენი ჟურნალისტი მარნეულის საავამდყოფოდან ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ქართული ოცნების სპიკერს, რომელიც ხვალ გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ვცემეთ ჩვენი ჟურნალისტი, აი მას ამოვგლეჯ ენას პირველივეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს