„საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 14:46

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

მნიშვნელოვანი

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს. 2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი - 15%-ით, 2013 წელთან შედარებით კი 28%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, კითხვაზე, „რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად?” გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ გავრცელებულია (15% - ძალიან გავრცელებულია, 25% - უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 11% კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გავრცელებული არ არის (6% - უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 5% - საერთოდ არ არის გავრცელებული).

სხვა სტატიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს. 2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი – 15%-ით, 2013 წელთან შედარებით კი 28%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, კითხვაზე, „რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად?” გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ გავრცელებულია (15% – ძალიან გავრცელებულია, 25% – უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 11% კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გავრცელებული არ არის (6% – უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 5% – საერთოდ არ არის გავრცელებული).

2015 წელს ამავე კითხვაზე 25% პასუხობდა, რომ ეს პრობლემა გავრცელებულია, 17% კი ფიქრობდა, რომ გავრცელებული არ არის. 2013 წელს ანალოგიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 12% და 33%-ს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, განსხვავებული მდგომარეობაა დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) კუთხით. კითხვაზე, “ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუთხოვიათ თუ არა თქვენგან ქრთამი, იქნებოდა ეს ფულადი თუ არაფულადი, სახელმწიფო მომსახურებისთვის?”, რესპონდენტთა 99% პასუხობს, რომ მათგან ქრთამი არ მოუთხოვიათ. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი – 99%-ს, 2013 წელს კი 95%-ს შეადგენდა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, კვლევის ასეთი შედეგი მიუთითებს, რომ საქართველოში დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) პრობლემა კვლავაც არ დგას.

”როგორც აღვნიშნეთ, დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) მაჩვენებელი კვლავ მინიმალურია. თუმცა, ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის პირადი მიზნების მისაღწევად ბოროტად გამოყენებას საზოგადოება სულ უფრო პრობლემურად მიიჩნევს, მიუთითებს ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით, ეს მაღალ დონეზე არსებულ კორუფციულ რისკებს ეხება. ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის საჭიროებაზე მიუთითებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევაც, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში შესრულებას ეხებოდა. კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია და რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების ეფექტიანად პრევენციას”, – აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით და პოლიტიკური დამოუკიდებლობით იქნება აღჭურვილი. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პარლამენტში წარდგენილი აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2016 წლის 16-28 მარტის პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. გამოკითხვაში 2032 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების საშუალო ზღვარი 3,2%-ია.

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 14:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics