ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულების მატების ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ბენზინისა და დიზელის ფასები 4-დან 15 თეთრამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისიდან ივლისამდე საწვავი იაფდებოდა, რაც აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და ბაზრის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა, ივლისის დასაწყისიდან ტენდენცია შეიცვალა და თვის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავი ჯამში 20 თეთრამდე გაძვირდა.
















