საერთაშორისო არენაზე გენოციდის აღიარება უნდა მოხდეს ჰააგის ტრიბუნალზე, სადაც საქართველომ დანარჩენ 37 ქვეყანასთან ერთად სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ – სამხარაძე

საერთაშორისო არენაზე გენოციდის აღიარება უნდა მოხდეს ჰააგის ტრიბუნალზე, სადაც საქართველომ დანარჩენ 37 ქვეყანასთან ერთად სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ, – განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს. მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილების დარეგისტრირების საკითხზე.

სამხარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ავნონ.

„ეს ყველამ კარგად ვიცით. საერთაშორისო არენაზე, სადაც გენოციდის აღიარება უნდა მოხდეს, ეს არის ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი. იქ საქართველო დანარჩენ 37 ქვეყანასთან ერთად იყო, რომელთაც სარჩელი შეიტანეს რუსეთის წინააღმდეგ. ეს საკითხი ჰააგის სასამართლომ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს. საქართველომ ამ თვალსაზრისით თავისი ნაბიჯი გადადგა, რაც საჭირო იყო, გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის თაობაზე, რომ რეზოლუციის პროექტი ლაკმუსის ქაღალდი იქნება, სწორედ ეს იყო, რადგან საქართველომ სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ლაკმუსის ქაღალდია ის, რომ „ნაცმოძრაობას“ უნდა, თავის ქვეყანას ავნოს და ახალი თემა შემოიტანონ. მით უმეტეს, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც არის სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

წინა სტატიაშიკიევში „რუსეთ-უკრაინის მეგობრობის“ მონუმენტის დაშლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამზად ვართ, მარიუპოლში დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახდინოთ – გუტერეში