საერთაშორისო არენაზე აღიარებულია, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები

მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი შეურყია იმას, რაზეც სახელმწიფო დგას

„საერთაშორისო არენაზე აღიარებულია, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები“, – ეს განცხადება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ გააკეთა.

ქუთელია რვა მარტს მიღწეული შეთანხმების საკითხს ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების ორივე ნაწილის შესრულებას ურჩევს. მისივე თქმით, მმართველ პარტიას იმიჯი განადგურებული აქვს და არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარების შემთხვევაში, „ოცნება“ წააგებს.

საერთაშორისო არენაზე აღიარებულია, რომ ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ლეგიტიმაცია თითქმის არ შერჩათ არანაირი, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რაც მთავარი პირობაა იმის, რომ ამ წლის არჩევნებში თუ ის ნორმალურად ჩატარდა, ისინი ხელისუფლებას დაკარგავენ, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია: სამეგრელო-ზემო სვანეთი CPMR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა რაც ალექსანდრე მოწერელიას დამსახურებაა
შემდეგი სტატიაჯასტინ მაკკენზი სმიტი – საქართველოს რეაგირება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო, მთავრობის ქმედებები და ხალხზე ზრუნვა – ძალიან შთამბეჭდავი