საექსპერტო დასკვნა შეიძლება, გახდეს საფუძველი იმისა, რომ სასამართლოში წარიმართოს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების პროცესი – ჯიშკარიანი

დამოუკიდებელი ექსპერტები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევას იწყებენ. ცენტრ „ემპათიას“ ექიმები კლინიკა „ვივამედში“ უკვე მივიდნენ.

მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საექსპერტო დასკვნა შეიძლება, გახდეს საფუძველი იმისა, რომ სასამართლოში სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების პროცესი წარიმართოს.

„დღეს დაიწყება ექსპერტიზის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ადგილზე პაციენტის შემოწმება და გასინჯვა. შესაბამისად, გავეცნობით სხვა დამატებით დოკუმენტაციას და შემდგომში გადავწყვიტეთ რა ფორმატით გაგრძელდება ექსპერტიზა.

საექსპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობის და რეაბილიტაციის ეფექტურობას, რამდენად ეფექტიანი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული მკურნალობა, რეაბილიტაცია და, რა თქმა უნდა, საექსპერტო დასკვნა შეიძლება, გახდეს საფუძველი იმისა, რომ სასამართლოში წარიმართოს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების პროცესი“, – აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას მრავალჯერად სარაკეტო სისტემას (MLRS) გაუგზავნის
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად