საემიგრაციო კრიზისი ევროკავშირს დაშლით ემუქრება…

სამხრეთ ნახევასფეროს ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების ჩამორჩენამ, რომელსაც თან ერთვის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მზარდი საომარი კონფლიქტები და არნახული მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი, ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის უკონტროლო და კოლოსალური მასშტაბის მიგრაცია გამოიწვია, რომელიც უმთავრესად ევროპას დაატყდა თავს.
მიგრანტების პრობლემა, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე ომებს, არასტაბილურ სიტუაციასა და შიმშილს გაურბიან, ევროპაში იმდენად შემაშფოთებელი გახდა, რომ დასავლელი მიმომხილველები გაეროსა და მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული ჩარევის გარეშე ამ პრობლემას ევროპისთვის გადაუჭრელს და ევროკავშირის დაშლის წინაპირობად მიიჩნევენ… აღსანიშნავია, რომ მიგრანტების თემაზე ევროკავშირმა მიმდინარე სექტემბრის თვეში საგანგებო სამიტი უკვე დანიშნა.
მიგრანტების შემოსევასთან დაკავშირებით ევროპაში არსებული სიტუაციის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირს ამ პრობლემასთან მიმართებაში ერთიანი პოზიცია არ გააჩნია… გარკვეული ქვეყნები კი, ევროპელ პარტნიორებთან შეუთანხმებლად ცდილობენ მკაცრად და საკუთარი ქვეყნისთვის სასარგებლოდ გადაწყვიტონ მიგრანტების პრობლემა, რაც ხშირად ადამიანის უფლებათა დარღვევასთან და მიგრანტთა ნაკადების სხვა ქვეყნის მიმართულებით გადამისამართებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად უნგრეთმა, რომელსაც ბოლო თვეებში ახლო არმოსავლეთიდან მიგრანტების არნახული ნაკადი მოაწყდა, სერბიასთან საზღვარზე კედლის აღმართვა დაიწყო და კანონმდებლობის გამკაცრებასაც აპირებს არალეგალების მიმართ… უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში არსებულ უდიდეს რკინიგზის ვაგზალზე, გერმანიასა და ვსტრიაში მიმავალი სარკინიგზო მატარებლების მიგრანტთა მიერ შტურმით აღებამ, რომელსაც ევროპაში აქამდე ანალოგი არ ჰქონია, უნგრელებთან ერთად ევროპელი ლიდერებიც შოკში ჩააგდო.
შეშფოთებულია ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი ანგელა მერკელიც, რამეთუ ემიგრანტთა საბოლოო ნავსაყუდელად, უმეტეს შემთხვევაში ავსტრიასთან ერთად, სწორედ გერმანია ითვლება… ,,თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ლტოლვილების სამართლიან განაწილებაზე მოლაპარაკებას, მაშინ შენგენის ზონის საკითხი ბევრისთვის დღის წესრიგში დადგება,, აფრთხილებს ევროპას მერკელი.
დასავლელი მიმომხილველებიც მიგრანტთა პრობლემას დასავლური ცივილიზაციის გამოწვევად და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლის შეჩერების საფრთხედ მიიჩნევენ.
ევროპულ მედიაზე დაყრდნობით
კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: თუ მუდმივად დავკავდებით ოპონენტების მიმართ პასუხით, ქვეყნის საქმეს წინ ვერ წავწევთ
შემდეგი სტატიანატო აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის საწინააღმდეგო შტაბებს ხსნის…