საელჩოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

საელჩომ კომენტარი გააკეთეს დღეს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთ თვეს გაატარებენ.

„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ – მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – აცხადებენ  საელჩოში.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერის მორიგი განაცხადება საქართველოს შესახებ
შემდეგი სტატიაზვიად ქორიძე – “მაესტრო” დიმიტრი სამხარაძე იყო, მან გადაწყვიტა, რომ ძალადობის აქცია მოეწყო, „შეფის“ იმიჯით სარგებლობდა