“საელჩოების მთავარი მოწოდებაა, საზოგადოებამ დაიცვას წესრიგი”
სხვა სტატიები
ქართული ოცნების ლიდერი, გია ვოლსკი აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებას გამოეხმაურა:
“შეშფოთებას გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, თქვენც რომ იყოთ ელჩი ნებისმიერ ქვეყანაში და უყურებდეთ მსგავს დაპირისპირებებს, იტყოდით, რომ ეს არის შემაშფოთებელი, მაგრამ ისინი პირველ რიგში მოუწოდებენ ხალხს, რომ კანონი დაიცვან. ეს არის მათი მთავარი მოწოდება და ის ძალები, რომლებიც ამ დაპირისპირებას იწვევენ, ცდილობენ დაკარგონ ეს მოწოდება” – აღნიშნა ვოლსკიმ.