საელჩოების განცხადება: ხელისუფლებამ ჟურნალისტების და აქტივისტების საკმარისი დაცვა არ უზუნველყო

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკაშვირებით შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავენ.

განცხადებაში ისინი ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს.

დიპლომატები წერენ, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. არ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების საკმარისი დაცვა.

“ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს