ენტონი ბლინკენი: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში…ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა

აშშ საელჩო ენგური

„მოდით, ცალსახად ვთქვათ: ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა.

გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან ” – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადება ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიენმ-ში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება – “შეიძლება სტრუქტურულ ცვლილებებზეც ვისაუბროთ”
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო