“საეკლესიო სტრუქტურაში არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – ბრალმდებლის”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის საპატრიარქოს მხრიდან უფლებამოსილების შეჩერების საკითხს.
როგორც გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, ის მთავარ საკითხად მიიჩნევს, თუ, ვინ იცავს არქიმანდრიტ დოროთეს მართალ ნაწილს ბრალმდებელ-ჯალათების საეკლესიო ჯგუფში:
“არქიმანდრიტი დოროთე შესაძლებელია სწორად იქცეოდეს, შესაძლებელია – მცდარად, ან ნაწილობრივ მართლად და ნაწილობრივ მცდარად, მაგრამ როგორც გინდა იყოს, ის სამართალს ვერ იპოვნის საპატრიარქოში, ვერც სინოდში, ზოგადად, საეკლესიო სივრცეში, რადგან საეკლესიო სტრუქტურაში არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – ბრალმდებლის, რომელიც თან განმსჯელი მოსამართლეა და თანადროულად დამსჯელი.
ლოგიკურია და სიმბოლურია, რომ საეკლესიო სტრუქტურაში არ არსებობს დამცველი მხარე და ამიტომაც საკუთარი თავი ბერმა ღმერთს უნდა მიმართოს და ნაკლებად საპატრიარქო სტრუქტურებს.
შეუსაბამოა დღევანდელი საპატრიარქო და სიმართლის ძიება.
თემა ის კი არაა, რაშია მართალი ან რაში ცდება დღეს არქიმანდრიტი დოროთე, თემა ისაა, ვინ იცავს მის მართალ ნაწილს ბრალმდებელ-ჯალათების საეკლესიო ჯგუფში. საქმეც ისაა, რომ არავინ. დამცველის ფუნქცია ჩვენს ეკლესიაში არავის აკისრია, მხოლოდ ჯალათის.
მხნედ იყავით Arqimandriti Dorote Yurashvili
















