საეკლესიო მსახურება სლავურ ენაზე იყო – საპატრიარქოს განმარტება

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს, რომ სვეტიცხოველში წირვა რუსულ ენაზე აღევლინა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად სასულიერო პირთა ჯგუფია ჩამოსული, მსახურება კი სლავურ ენაზე აღევლინა.

“განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს”, – წერია საპარტრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ ინსპექციაში სარჩელი შეიტანა, რომლითაც 5 ივლისთან დაკავშირებით სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: შესაძლებელი იქნება 16 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრა