“საძინებელში ფარული კამერა დაამონტაჟა და მასალა ჩაიწერა” – 38 წლის ქალს ყოფილი ქმარი და დედამთილი აშანტაჟებს

38 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ყოფილი მეუღლე და დედამთილი პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. დაზარალებულის თქმით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ის შანტაჟის მუდმივი ობიექტი გახდა.

ქალის განცხადებით, ყოფილმა ქმარმა საძინებელში ფარული კამერა დაამონტაჟა და მასალა ჩაიწერა, სადაც კადრებში, მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილებიც ფიგურირებენ.

ქალის თქმით, მან ისტორიის გასაჯაროება მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ექს-მეუღლე შვილების წართმევით ემუქრება.

ქალი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს და სახელმწიფოსგან დაცვის მექანიზმების ამოქმედებას ითხოვს, მათ შორის – ყოფილი ქმრის მხრიდან შესაძლო ძალადობის პრევენციის მიზნით.

ოფიციალური უწყებების პოზიცია ამ ეტაპზე სრულად ცნობილი არ არის. თუ საქმე სამართალდამცავებს გადაეცემა, გარემოებებზე გამოძიებას შესაბამისი სტრუქტურები ჩაატარებენ.

banner
წინა სტატიაშიუხარისხოდ დაგებული გზები და გაფლანგული მილიონები – ემუქრება, თუ, არა დაკავება ინფრასტრუქტურის მინისტრს?!
შემდეგი სტატიატრამპი: “ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, ვლადიმერ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა”