საძაგლიშვილი – შეშინებულ ხელისუფლებას არ სურს მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მე-11 დღეა შიმშილობას აგრძელებს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს მედგრად გრძნობს. ამ თემაზე მან მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ის არის მხნედ. ის ძალიან წუხს იმაზე, რომ უკვე ათ დღეზე მეტია რაც იმყოფება პატიმრობაში და “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში დაკავებული იყო ერთი მთავარი მესიჯის გაჟღერებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა წარსდგეს თურმე მართლმსაჯულების წინაშე და ამას ელოდებოდნენ, ვითხოვთ სასამართლო პროცესის ჩატარებას, თუმცა სასამართლო სხდომა არ ტარდება, ეს არის შეშინებული ხელისუფლების სახე, რომელსაც არ სურს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს საჯაროდ გამოჩენის შესაძლებლობა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – არ ვუერთდებით არც ერთ აქციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერი პარტიების მიერაა ორგანიზებული
შემდეგი სტატია“თავისუფლება მიშას” – პეტიციას ხელი მეუფე მელქისედეკმაც მოაწერა