საძაგლიშვილი – ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მელიას გათავისუფლება ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნება სასამართლოს მხრიდან. მისივე განცხადებით, დღევანდელი პროცესიდან ამის იმედი არ აქვთ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციებს, დღეს ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მელია პროცესს დაესწროს და მათ ახალი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება მისცენ.

“სასამართლო სხდომაზე პირველ რიგში, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ნიკა მელიას მიეცეს შესაძლებლობა, დაესწროს საქმის განხილვას. ამასთან გვექნება შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე, რაც გამორიცხავს ნიკა მელიას მიერ დანაშაულის ჩადენას.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის ერთადერთი გონივრული ნაბიჯი, რაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის და თავად ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. თუმცა სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი ქართული ოცნების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების მიღების და არ ვფიქრობ, რომ გაათავისუფლებს ნიკა მელიას”,- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში დღეს მღვდელმთავართა კრება გაიმართება
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაზიანდა 3 ავტომობილი