სადრო ჭიჭინაძე: ყველას სახელით ვამბობ, რომ მოვითხოვთ, შემოვიდეს კამერა დარბაზში-გთხოვთ, რომ ჩადოთ ძალისხმევა ამაში

“ყველას სახელით ვამბობ, რომ მოვითხოვთ, შემოვიდეს კამერა დარბაზში. გთხოვთ, რომ ჩადოთ ძალისხმევა ამაში. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს. რატომ მიიღეს ეს კანონი – პროპაგანდისტულად არ გამოუვიდათ ის, რაც უნდოდათ. რასაც ჩვენ გვაბრალებენ, ის აბსურდული მუხლი და მთელი ეს საერთო აბსურდი რომ გამოსვლოდათ, ამ კანონს არ მიიღებდნენ. ვერ შეძლეს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ და გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია უბრალოდ გაექროთ. დარწმუნებული ვარ, არ გამოვა” -ამბობს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე

მედიას თბილისის საქალაქო სასამართლოში აღარ უშვებენ. ჟურნალისტებს გადაღების უფლება შეეზღუდათ როგორც სასამართლოს შიდა სივრცეში, ისე ეზოში | პროცესებზე მედიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებენ, თუ ნებართვას მოსამართლე გასცემს

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა
შემდეგი სტატიაკობახიძე ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის – “ოცნების“ აღიარება