სადღობელაშვილს 12 დღით პატიმრობა მიესაჯა – დაკავებულია “ქართული მარშის” კიდევ ორი წევრი

„ქართული მარშის” სამი წევრი ვლადიმერ სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს. საქმე ეხება 9 დეკემბერს თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს. არსებული ინფორმაციით, სადღობელაშვილი, დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

ალკოტესტის მიხედვით, ანზორ ფორჩხიძეს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, ირაკლი დოლენჯაშვილმა და ვლადიმერ სადღობელაშვილმა კი ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. საქალაქო სასამართლომ დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამე პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული