ლადო სადღობელაშვილი: უგულავას შეიწყალებენ, წერილი იმის ნიშანია, რომ “ოცნებას” გაურიგდა

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი განცხადებას ავრცელებს

“ეს განცხადება ნიშანია იმის, რომ ამას შეიწყალებენ!!! გაურიგდა ოცნებას – სააკაშვილს განუდგა! ახალ წლამდე გიგი გარეთააა!!! აგერ მე და აგერ თქვენ!!! ” – წერს სოციალურ ქსელში ლადო სადღობელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა.

უგულავას თქმით, პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია.

“აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა.

banner
წინა სტატიაშიმიშას ენმ-დან ჩამოშორება, პარტიის დეგრადაციას გამოიწვევს – თეა თუთბერიძე გიგი უგულავას პასუხობს
შემდეგი სტატიაინციდენტი ზვარეში – ხარაგაულში გაფიცვა გრძელდება