9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

“სადაზღვევო კომპანიები შიშობენ თქვენს მიერ წამოწყებული არჩევანის ომის – და არა ირანის – შიშის გამო” – აბას არაღჩი ნავიგაციისა და ვაჭრობის თავისუფლებაზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა შეჩერებულია არა ირანის ქმედებების გამო, არამედ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიები შეშფოთებულები არიან აშშ-ის მიერ წამოწყებული ომით.

„ჰორმუზის სრუტე არ არის დახურული. გემები ყოყმანობენ, რადგან სადაზღვევო კომპანიები შიშობენ თქვენს მიერ წამოწყებული არჩევანის ომის – და არა ირანის – შიშის გამო“, – წერს არაღჩი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე.

„ნავიგაციის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს – ან ნურცერთს ნუ მოელით“, – წერს არაღჩი.

მისი ,ტკიცებით, მუქარა ვერც ირანელებს და ვერც სადაზღვევო კომპანიებს ვერ შეარყევს.

banner
წინა სტატიაშიახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, დონალდ ტრამპმა და კირ სტარმერმა გლობალური გადაზიდვების აუცილებლობა განიხილეს
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების საიმედო გარანტიები და ჰუმანიტარული მიმართულება – რუსტემ უმეროვი აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დეტალებზე