სადარბაზოს სამი სართული მთლიანად არის დანგრეული – აფეთქება და სროლა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციისას პირებმა, რომელთა დაკავებასაც სამართალდამცველები ცდილობენ, ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, საცხოვრებელი კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მათ სამართალდამცველები საკუთარ სახლში ამ დრომდე არ უშვებენ.

„აფეთქებების ხმამ და სროლამ გამოიწვია მოსახლეობის პანიკა. სადარბაზო დაცალეს სადაც სავარაუდოდ ეს ტერორისტები ცხოვრობდნენ და ფოტომასალა გვაქვს, სადაც ჩანს რომ სადარბაზოს სამი სართული მთლიანად არის დანგრეული. სავარაუდოდ გამოყენებულია ალბათ ასაფეთქებელი საშუალებები,“-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის გამზირზე – ადგილზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდნენ
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია თბილისში – გაბრიელ სალოსის გამზირზე სამაშველო სამსახური შეიყვანეს