სადაო კანონი მოსამართლეების შესახებ – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 13:18

სადაო კანონი მოსამართლეების შესახებ – პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე მსჯელობენ, რომელსაც დეპუტატების გარდა სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებიან.

ეკა ბესელიას პროტესტი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მოხსენებამ გამოიწვია. ანრი ოხანაშვილი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრობდა.

„აქ მოვედი, არა იმის მოსასმენად, რამდენად აღტაცებულია, აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა ამ ცუდ კანონპროექტს მოსამართლეების არჩევის შესახებ და არა ამ დემაგოგიის მოსასმენად, მოვედი იმიტომ, რომ ვიცოდი ეს შეხვედრა იმართებოდა სამოქალაქო სექტორის ინიციატივით. ახლა იმის მოსმენა, რომ როგორი საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს მათ და რომ უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია და შეუძლებელია ამის მოსმენა. არ მინდა, ამისთვის დავხარჯო დრო. როცა ყველა გაკრიტიკებს, გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და მოსწონს მხოლოდ ჩინჩალაძის ჯგუფს, მე ამის მოსასმენად არ მოვსულვარ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2019 13:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,527
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics