“სადამსჯელო ოპერაცია წინაა” – ირანის სამხედრო შტაბის ახალი უფროსი იმუქრება

ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი, აბდოლრაჰიმ მოუსავი, რომლის ორი წინამორბედი უკვე მოკლეს, წინამორბედთა გზას დაადგა და იმუქრება:

“დღემდე განხორციელებული ოპერაციები იყო შემაკავებელი გაფრთხილების ხასიათის მატარებელი. სადამსჯელო ოპერაცია წინ არის და ის მალე განხორციელდება”, – თქვა მან და დაამატა:

“ვაფრთხილებ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, განსაკუთრებით თელ-ავივსა და ჰაიფაში — დატოვეთ ეს ტერიტორიები, რათა საკუთარი თავი გადაარჩინოთ”.

banner
წინა სტატიაშიჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე გიორგი ხოჯევანიშვილი დაიბარეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ეწვია რუსული ენერგოკომპანიის დელეგაცია, რომლის დირექტორი სანქცირებულია