სადამკვირვებლო მისიებმა ცესკოს მოუწოდეს, რომ არჩევნების შედეგები არ ცნოს | განცხადების გამოქვეყნების პარალელურად ცესკომ შემაჯამებელი ოქმი მიიღო

სადამკვირვებლო მისიები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები ასკვნიან, რომ საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი.

“საიას”, “ჩემის ხმისა” და სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, არჩევნების შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.

“სამართლიანი არჩევნების”, “ჩემი ხმისა” და “საიას” სადამკვირვებლო მისიების დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა სისტემური, ორგანიზებული დარღვევებით, რომლებიც მიზნად ისახავდა მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფას. სამივე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია ასკვნის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ქართველი ამომრჩევლების ნების ჭეშმარიტი გამოხატულება.

სადამკვირვებლო მისიები მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ შეაჯამოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით კირთაძე: კალანდარიშვილმა ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა
შემდეგი სტატიაგიორგი კალანდარიშვილი – პირადი თავდასხმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ პროცესი იყო მანიპულირებული